და დე დი
დიდ დირ დიღ

დიღმის კარი

ქალაქის ეს კარიბჭე დღევანდელი ვერცხლის და პუშკინის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე მდებარეობდა. აქედან იწყებოდა დიღმის გზის ერთ–ერთი განშტოება. დიღმის კარი აკავშირებდა კალას გარეუბანთან (კალოუბანთან, ვანქის უბანთან, ასპარეზთან). აქ იწყებოდა ძველი თბილისის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი არტერია. იგი მიყვებოდა ვერცხლის და ლესელიძის ქუჩების ხაზს. დიღმის კარი უკავშირდებოდა კოჯრის კარს კვირაცხოველის (აწინდელი ჟელიაბოვის) ქუჩით და მეიდნის, ანუ მუხრანის კარს – დღევანდელი ნაკაშიძის ქუჩით.

See also: შუა კარი
Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9