ელ ერ
ელი

ელიას უბანი

ელია ანუ ილია ქართულ ღვთაებათა პანთეონში განაგებდა წვიმას, სეტყვას, ჭექა–ქუხილს. პლატონ იოსელიანის ცნობით, ადრე მახათას მთაზე ილია წინასწარმეტყველის სახელზე აშენებული სალოცავი იდგა. იგი შესწრებია ამ ეკლესიის ნაშთებს. მისივე ცნობით, ამ ადგილზე 20 ივლისს წმინდა დღესასწაული იმართებოდა ხოლმე. ამ ეკლესიიდან უნდა მოდიოდეს უბნის დასახელება, რომელიც განლაგებულია თბილისის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, რკინიგზის გადაღმა, კიბალჩიჩის ხევის აყოლებით.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9