ფა ფე ფო ფრ ფუ
ფან ფაშ

ფაშავანქი

სომხურ გრიგორიანული ვანქის საეპისკოპოსო ეკლესია აშენდა მე-16 საუკუნის დასასრულს თბილისის გარეთუბანში, მტკვრის მარჯვენა ტოტის (აწინდელი სანაპიროს) პირას, დღევანდელი კოლმეურნეობის მოედნის სიახლოვეს, მის აღმოსავლეთით. ერთ-ერთი შემოსევისას ეკლესია დაინგრა და მის საძირკვლებზე, ვახტანგ VI ზეობის ხანაში, 1720 წელს, ახალი ეკლესია ააგეს, რომელიც გალავნით იყო გარშემორტყმული, მისი ფრაგმენტები ახლაც დგას ათონელის და მტკვრის ქუჩებზე. შარდენი სომეხთა ნაამბობზე დაყრდნობით გვამცნობს, რომ ეკლესია თურქეთიდან გამოქცეულ და ქრისტიანობასზიარებულ ფაშას აუგია და სახელწოდებაც აქედან მოდისო.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9