ვა ვე ვი ვო
ვაკ ვან ვარ ვაშ

ვარაზისხევი

თბილისში ბევრი ქუჩაა, განსაკუთრებით მტკვრის განივად განლაგებული, რომლებიც ხევების ამოვსების შედეგად წარმოიშვნენ. მათ რიცხვს ვარაზისხევიც ეკუთვნის. ხევის ამოვსება 50–იან წლებში დაიწყეს და აღმართი 1957 წელს ჩადგა მწყობრში. მან უმოკლესი გზით დააკავშირა ვაკის ვრცელი უბანი გმირთა მოედანს და მისი მეშვეობით კი სადგურსა და სანაპიროებს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9