ვა ვე ვი ვო
ვაკ ვან ვარ ვაშ

ვარდისუბანი

ვერის უბანში მდებარე ადგილია, ახლანდელი მელიქიშვილის ქუჩასა და სემიონოვკის დასახლებას შორის. ადრე ერთ–ერთ ქუჩასაც (ამჟამინდელ ჯანაშიას ქუჩას) ვარდისუბნისა ერქვა, სადაც ამავე დასახლების სოფელი იყო. არსებული ცნობებით ეს ტერიტორია ასკილის ბუჩქებით ყოფილა დაფარული და ალბათ სწორედ ამიტომ მიიღო ეს პოეტური დასახელება. აქ ქალაქური განაშენიანება გასული საუკუნის 80–იან წლებში ისახება.

ვარდისუბანი ავლაბარშიც ყოფილა, რომელსაც გვიან ძაღლის უბანი შერქმევია.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9