აბ აგ ავ ათ ალ ამ ან არ ას აშ ახ
ავა ავლ ავშ ავჭ

ავანანთხევი

თბილისის მრავალი ქუჩის ადგილზე უწინ ხეები იყო. ერთ-ერთი ასეთი ხევი - ავანანთხევი ჰკვეთდა დღევანდელ ლენინის მოედანს, მიუყვებოდა პუშკინის ქუჩის ხაზს, შემდგო მკვეთრად უხვევდა და მტკვართან ჩადიოდა ბარათაშვილის ქუჩის გასწვრივად. 1841 წელს გადახურეს ხევის ნაწილი, ხოლო 1857 წლისათვის ავანანთხევი უკვე მთლიანად იყო გადახურული აგურის კამარით, რომლის ნაწილი გამოჩნდა კოლმეურნეობის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის მშენებლობისას. იგი გამოიყენეს გადასასვლელის არქიტექტურული გაფორმებისათვის - მის სიღრმეში მაღაზიაა მოწყობილი.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9