ვა ვე ვი ვო
ვერ ვეძ ვეჯ

ვერე (ვერა)

მდინარე ვერეს ქვემო წელზე განლაგებული იყო სოფელი ვერე და გაბაშვილების მამულს წარმოადგენდა. ვახუშტი ბაგრატიონის მოწმობით, ადრე სკვირეთი რქმევია: „ხოლო კოჟრის ჩრდილოთ კერძ არს სკვირეთის მდინარე, ან წოდებული ვერე“... დროთა განმავლობაში სკვირეთი (სკორეთი) და ვერე კრებითი სახელი ხდება და აერთიანებს ტერიტორიას მდინარე ვერეს ქვედა დინებიდან თითქმის ელბაქიძის დაღმართამდე. ყოველ შემთხვევაში, ვახუშტი ბატონიშვილი მიუთითებს, რომ „ლურჯი მონასტერი“ ვერეს ფარგლებში იდგა. გორაზე გადიოდა დიღმის საქარავნო გზა, რომელიც აწინდელ გმირთა მოედანთან ძველი ვერის ხიდით კვეთდა მდინარეს. ვერეს ფარგლებში ამჟამად ეს გზა ამჟამინდელ ლენინის ქუჩის ხაზს მიყვებოდა. ამ უბანში მეორე გზა – წყნეთის გზაც გადიოდა, რომელიც დღევანდელი მელიქიშვილის ქუჩას გასდევდა. ვერას ინტენსიური განაშენიანება გასული საუკუნის 80–იან წლებში დაიწყო და უკვე საუკუნის ბოლოს ქალაქურმა სახლებმა ვაკის საზღვარს (ვარაზის ხევს) მიაღწიეს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9