ზა ზე ზღ
ზემ

ზემელი

გასულ საუკუნეში და ამ საუკუნის დასაწყისში თბილისში გერმანელ პროვიზორთა დიდი ჯგუფი მოღვაწეობდა (შინბერგი, შმიდტი, გეინი, ოტტენი და სხვები). მათ შორის იყო ვინმე ზემელიც, რომელსაც აფთიაქი ჰქონდა გახსნილი დღევანდელი რუსთაველის მოედნის ერთ-ერთ კუთხეში. ადგილის სახელწოდებაც აქედან მოდის.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9