ზა ზე ზღ
ზემ

ზემო უბანი

შუასაუკუნოვანი თბილისის ბირთვს - კალას ორ დიდ უბნად, ზემო და ქვემო უბნად ყოფდა დღევანდელ ლესელიძის ქუჩას გაყოლებული ქუჩების სისტემა. სწორედ ამიტომ ერქვა „შუა ბაზარი“ ამ ქუჩების სწვრივად განლაგებულ დუქნებსა და სახელოსნოებს.

„ზემო და ქვემო“ უბანი შერქმეული იყო არა რელიეფის თავისებურებების გამო, არამედ უბნების ურთიერთგანლაგების მიხედვით მტკვრის დინების მიმართულებით. ზემო უბანი განლაგებული იყო ამჟამინდელი ლესელიძის, ბარათაშვილის ქუჩებსა და მტკვრის კალაპოტს შორის. ზემო უბანში განლაგებული იყო ქალაქის უმთავრესი ნაგებობები: დიდი ქარვასლები, ქართული ეკლესიები: სიონი, ნათლისმცემელი, ანჩისხატი, კვირაცხოველი, წმ. გიორგის სასახლისეული, ქრისტეშობის მეფის და მეფის ოჯახის სასახლეთა კომპლექსი, კათალიკოსის და ეპისკოპოსთა ადგილსამყოფელები, ქსნის ერისთავის, ციციშვილის, ზედგენიძის, აბაშიძის და სხვათა სახელები. ბატონის მოედნის სამხრეთით, გრძელი ბაზრის ქუჩაზე (რასტაბაზარზე) გამოდიოდა გამაჰმადიანებულ მეფე როსტომის აგებული მეჩეთი. ამ უბნის ძირითად მოსახლეობას ქართველები შეადგენდნენ. მხოლოდ XVIII საუკუნის დამდეგს აშენდა ერთადერთი სომხური ეკლესია - სურფნიშანი.

ზემო უბანში, მტკვრის პარალელურად გადიოდა თბილისის უმთავრესი სავაჭრო და საზოგადოებრივი მაგისტრალი, რომლის შუაწელზე ბატონის მოედანი მდებარეობდა. ეს მაგისტრალი ემთხვევა აწინდელი სიონის, ერეკლესა და შავთელის ქუჩების ხაზს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9