ზა ზე ზღ
ზღვ

ზღვისუბანი

სახელწოდება სულ ახლახანს წარმოიშვა ჩვენ დროში, და დაკავშირებულია ვრცელი წყალსატევის ე.წ. „თბილისის ზღვის“ შექმნასთან. „ზღვას“ უშუალოდ მოადგა ქალაქის განაშენიანებაც.

დამუშავებულია პროექტი ლოტკინის მთაზე არსებული დასახლების და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ახალი საცხოვრებელი რაიონის შესაქმნელად (არქიტექტორები: ო. არველაძე, ი. სანაძე, გ. შავდია). ამ უბანს არქიტექტორებმა „ზღვისუბანი“ უწოდეს და ეს სახელი მოკლე დროში დამკვიდრდა თბილისელთა შორის. ზღვისუბნის ტერიტორია ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან შემოფარგლულია მთების ფერდობებით, აღმოსავლეთით იგი ვრცელდება თბილისის ზღვის დასასვენებელ ზონამდე, სამხრეთიდან მას ჩაუვლის თბილისის განვითარების გენერალური გეგმით გათვალისწინებული უწყვეტი მოძრაობის საქალაქო მაგისტრალი. განაშენიანებისათვის განკუთვნილი ტერიტორია (250 ჰა) ბორცვით ორად გაყოფილი მთის კალთას წარმოადგენს (საშუალო ქანობი 12 პროცენტია). მომავალი განაშენიანება მკაფიოდ აღიქმება მტკვრის მარჯვენა ნაპირზე განლაგებული უბნებიდან.

სამიდან ერთი მიკრორაიონი თავისუფალ ტერიტორიაზე განლაგდება, ორი კი - სარეკონსტრუქციო უბნებში. განაშენიანების დიდ ნაწილს შეადგენს 9-სართულიანი სახლები. გარდა ამისა, აშენდება 16-სართულიანი და ე.წ. „კასკადური-ტერასული“ სახლებიც. სულ სამივე მიკრორაიონში 57 ათასი თბილისელი დასახლდება.

ადგილმდებარეობაზე გაბატონებული ბორცვი დაეთმობა საცხოვრებელი რაიონის სავაჭრო-საზოგადოებრივ ცენტრს. საზოგადოებრივი შენობები დაპროექტებულია ბორცვის ორთავ მხარეზე. ამ ორი ნაწილის ურთიერთკავშირი განხორციელდება მეტროს სადგურთან დაკავშირებული გვირაბის მეშვეობით.

საცხოვრებელი რაიონის დაგეგმარება და კომპოზიციური წყობა ითვალისწინებს რელიეფის თავისებურებებს და უბნის მომავალ ადგილს თბილისის სიუჟეტში.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9