აბ აგ ავ ათ ალ ამ ან არ ას აშ ახ
ავა ავლ ავშ ავჭ

ავლაბრის კარი

XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე მეტეხის პლატოს მცირე ტერიტორია გალავნით იყო შემოვლებული. ციხესიმაგრე ორი ნაწილისაგან შედგებოდა. ზემო ნაწილი უშუალოდ პლატოზე მდებარეობდა, დღევანდელ მეტეხის აღმართსა და მეტეხის კლდის სწვრივს შორის. ამ ბრითვს დასავლეთის მხრიდან კიდევ ერთი კედელი ჰქონდა გარშემოვლებული, რომელიც ქვევით ეშვებოდა და ისნის (მეტეხის) ხიდთან მთავრდებოდა. კარიბჭე გაჭრილი იყო იმ ადგილას, სადაც ეს გარშემოვლებული კედელი ძირითად გალავანს უერთდებოდა და აწინდელ მეტეხის აღმართზე გადიოდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ახალი გალავანი შემოავლეს შიდაავლაბრის ვრცელ ტერიტორიას ჯერ კიდევ არაბების დროს შექმნილი თხრილის ხაზზე (ამჟამინდელი შაუმიანის ქუჩის დასაწყისი და მუკუზნის შესახვევი). მთავარი კარი მოეწყო იმ ადგილზე, სადაც ახლა მეტეხის ქუჩა ერწყმის შაუმიანის მოედანს. აქედან იწყებოდა გზები ავჭალისაკენ, კახეთისკენ (ყარაიაზე განშტოებით), მარტყოფისაკენ. ვახუშტი ბაგრატიონი ამ გზებს ასე ჩამოთვლის: ბაღების გზა ყარაისა, კახეთის გზა, შუატბის გზა, ლისის გზა, ავჭალის გზა.

ავლაბრის კარი ორ მძალვრ ბურჯს შორის იყო მოქცეული. აქ იწყებოდა შიდაავლაბრის მთავარი (აწინდელი მეტეხის) ქუჩა, რომელსაც სასურსათო დუქნების რიგები მიუყვებოდნენ.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9