თა თბ თე თო
თბი

თბილელის ქარვასლა

გვიანფეოდალურ თბილისში ქალაქის უმთავრესი ქარვასლები აწინდელი სიონის ქუჩის დასაწყისში, სიონის სიახლოვეს იყო თავმოყრილი. სიონის მხარეზე, მის გვერდით ქარვასლა 1650 წელს აუშენებია მეფე როსტომს და იგი თბილისისათვის უბოძებია. ეს ქარვასლა ვახუშტი ბაგრატიონს თავის თბილისის გეგმაზე №12-ით აქვს დატანილი. ქარვასლა აღნიშნულია თბილისის 1800 წლის გეგმაზე კვადრატული მოხაზულობისა ჩანს, ვრცელი შიდა ეზოთი. ამ ქარვასლის ნანგრევებზე აშენდა (აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის კიდევ ერთი მსხვერპლი) XIX საუკუნეში არწრუნის ქარვასლა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9