თა თბ თე თო
თბი

თბილისის ზღვა

სახელწოდება სულ ახლახანს, ჩვენ დროში, წარმოიშვა და დაკავშირებულია ვრცელი წყალსატევის შექმნასთან.

წყალსატევი ნავარაუდევი იყო ჯერ კიდევ თბილისის განვითარების და რეკონსტრუქციის 1934 წლის გენერალურ გეგმაში. წყალსატევი შეიქმნა მახათის მთის გადაღმა და იკვებება მდინარე იორის წყლით. სათავე-ნაგებობები გაშენდა სოფელ პალდოსთან. ივრის წყალი 40-კმ სიგრძის ზედა მაგისტრალური არხით ქვაბულისაკენ გამოუშვეს. გამოცოცხლდა სამგორის ველი. მოირწყა 80 000 ჰექტარი. წარმოიშვა დასახლებები, ვენახები, მეურნეობები, რომლებიც მებოსტნეობას და მეხილეობას მისდევენ. თბილისის ზღვის ნაპირზე შეიქმნა კეთილმოწყობილი პლაჟები. საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“ დამუშავებულია თბილისის ზღვის ნაპირების შემდგომი ათვისებისა და კეთილმოწყობის პროექტები.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9