აბ აგ ავ ათ ალ ამ ან არ ას აშ ახ
ავა ავლ ავშ ავჭ

ავლაბრის ხიდი

უძველესი დროიდან მეტეხის ვიწროებში ხიდი იყო გადებული, რომელიც ისანს აკავშირებდა კალასთან. გასული საუკუნის 40–იანი წლებიდან კი ამ ადგილზე, ერთმანეთის უშუალო სიახლოვეს, ორი ხიდი იყო. 1870 წელს ხის ხიდები ლითონისამ შეცვალა. ერთ მათგანს, დინების აღმა, ავლაბრისა ერქვა, მეორეს მეტეხისა. ავლაბრის ხიდზე ტრანსპორტი ერთი მხრივ მოძრაობდა – მარჯვნიდან მარცხნივ. ავლაბრიდან მომავალი ურმები თუ სხვა სახის ტრანსპორტი მარჯვენა ნაპირზე ვორონცოვის ხიდით გადიოდა. ახლანდელი მეტეხის ხიდის აგების შემდეგ, 50–იან წლებში, ძველი ხიდები მოშალეს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9