კა კვ კი კლ კო კრ კუ
კვი

კვირაცხოველი

ფეოდალურ თბილისში ორი ეკლესია იყო კვირაცხოვლის სახელზე. ერთი მათგანი აწინდელი ავლევის (ადრე კვირაცხოვლის) ქუჩაზე გადიოდა. მის კვალს ახლახანს მიაგნეს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას. მეორე ეკლესია იდგა ჩუღურეთში. იგი ვახუშტი ბაგრატიონს თავის თბილისის გეგმაზე №63-ით აქვს აღნიშნული.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9