კა კვ კი კლ კო კრ კუ
კომ კოჯ

კოჯრის გზა

გზა იწყებოდა კოჯრის (ვახუშტისეული „კოჯრის“) კართან, იქ სადაც დღეს ლესელიძის ქუჩა ერწყმის ლენინის მოედანს და თბილისის გარეთუბნის ბაღებს შუა მიემართებოდა. ვახუშტი ბატონიშვილს ეს გზა აღნიშნული აქვს თბილისის გეგმაზე. ამ გზის დასაწყისი იმ დროს (1735 წ.) აწინდელი ენგელსის ქუჩას ემთხვეოდა. თბილისის 1800 წლის გეგმაზე კი დღევანდელი კიროვის ქუჩას უთავსდება. როგორც ჩანს, კოჯრისაკენ მიმავალი გზები ჯერ იყოფოდნენ, შემდეგ კი კვლავ ერთიანდებოდნენ დაახლოებით ამჟამინდელი კიროვისა და მახარაძის ქუჩების გადაკვეთასთან.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9