ავშნიანი ავშნით დაფარულ ადგილს ეწოდება. ავშანი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, გავრცელებული ტრამალებში, ნახევარუდაბნოებში, მომლაშო ნიადაგებზე. ავშანი ყუათიანი საკვებია ცხვრისათვის.
ავშნიანი ეწოდება თბილისის ჩრდილო–აღმოსავლეთით თბილისის ზღვის მომდებარე ტერიტორიას. ამჟამად აქ სახნავი მიწები და საკარმიდამო ნაკვეთებია.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმით ამ ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი რაიონის გაშენებაა გათვალისწინებული. ავშნიანის განაშენიანების პროექტის ავტორებია ნ. მიქაძე, ო. მანჯავიძე, ვ. ნუცუბიძე, დ. სვანიძე. ხევძმარის ხევით გაყოფილი ორი საცხოვრებელი რაიონის 415 ჰექტარს დაიკავებს.
Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.