ლი ლო ლუ
ლილ ლის

ლილახანა

ძველ თბილისში ორი მღებავთა რიგი იყო. ერთი მათგანი განლაგებული ყოფილა ქუჩაზე, რომელიც თათრის მოედანზე იწყებოდა ციხის დიდი ეკლესიის (სურფგეორქის) წინ გადიოდა და ბერძენხანის უკან აბანოს კარისაკენ მიემართებოდა აწინდელი სამღებროს ქუჩაზე. მეორე ლილახანა იწყებოდა ბატონის მოედნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში და შუა-ბაზარზე (დღევანდელ ლესელიძის ქუჩაზე) გადიოდა. პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილისის 1785 წლის გეგმაზე იგი №17-ით არის აღნიშნული და მას „მღებავთა ქუჩას“ უწოდებს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9