ლი ლო ლუ
ლოჭ

ლოჭინი

თბილისის განაშენიანება თანდათან იპყრობს შორეულ და ახლო შემოგარენს. თბილისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის მიხედვით ერთ–ერთ ვრცელ სამშენებლო ბაქნად ახლო მომავალში ლოჭინი იქცევა. პროექტის მიხედვით, ახლად წარმოქმნილი საქალაქო უბანი 110 ჰექტარ ტერიტორიას დაიკავებს მდინარე ლოჭინის ხევს, კახეთის გზატკეცილსა და რკინიგზის ხაზს შორის. დღესდღეობით მხოლოდ 16 ჰექტარია დაკავებული სამრეწველო ნაგებობებით, დანარჩენი ტერიტორია თავისუფალია.

დეტალური დაგეგმარების პროექტი ტერიტორიაზე ორ საცხოვრებელ კომპლექსს ითვალისწინებს, რომელთა შორის საზოგადოებრივი ცენტრი განთავსდება. დაგეგმარების სტრუქტურას გამჭოლად გაყვება ვერცხლის ხეივანი, რომელიც გააერთიანებს დასახლების ძირითად ნაწილებს. ამ კომპოზიციური ღერძის მთელ სიგრძეზე განლაგდება საზოგადოებრივი ნაგებობები. დასახლების ზონირების თავისებურება განპირობებულია ხევით გადასერილი ადგილმდებარეობის ხასიათით. საცხოვრებელი კომპლექსები დაგეგმარებულია ამ ხევის ორთავ მხარეს, რომელიც მომავალში გამწვანდება. ტერიტორიის აღმოსავლეთ განაპირა უბანში გათვალისწინებულია საქალაქო მასშტაბის დასასვენებელი ზონის მოწყობა. კავშირი თბილისთან განხორციელდება კახეთის გზატკეცილის მეშვეობით, რომელსაც საცხოვრებელი კომპლექსები დაუკავშირდება რაიონული მნიშვნელობის გარშესასვლელი მაგისტრალებით.

განაშენიანება განხორციელდება ძირითადად 9–სართულიანი და ნაწილობრივ 16–18–სართულიანი სახლებით.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9