სა სე სვ სი სკ სო სტ სუ
საბ საზ სალ სამ სარ სატ საჩ საჯ საჰ

სატიო (სატივო)

არცთუ დიდი ხნის წინათ მტკვარში, ქალაქის ფარგლებში რამდენიმე კუნძული იყო. ბაღებით დაფარული ერთ–ერთი ასეთი კუნძული მდებარეობდა დაახლოებით დღევანდელ ჩელუსკინელების ხიდსა და რესტორან „არაგვს“ შორის და მარჯვენა ნაპირთან მდინარის ტოტით იყო გამოყოფილი. ამ ადგილს სატიოს ან სატიოს უბანს უწოდებდნენ. შიდა ქართლიდან თბილისში ტივებით მოჰქონდათ ხილი, ბოსტნეული, ხე–ტყე, პირუტყვი, გადმოჰყავდათ მგზავრები. ტივების მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიური იყო რკინიგზის გაყვანამდე. ტივები ამ კუნძულამდე აღწევდნენ. აქ მათ შლიდნენ და ხე–ტყედ ჰყიდნენ.

მტკვრის ორთავ მხარეზე აგებულმა ბეტონის კედლებმა შეავიწროვეს ერთ დროს გაშლილი მტკვრის კალაპოტი. ორთაჭალჰესის მშენებლობამ კი ბოლო მოუღო უკანასკნელ კუნძულებს ქალაქის ფარგლებში.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9