მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მად მალ მამ მაღ მახ

მალაკნების ბაზარი

არცთუ დიდი ხნის წინ დაიხურა ეს საკოლმეურნეო ბაზარი, რომელიც მდებარეობდა რკინიგზის ხიდის გადმოღმა, ფიროსმანისა და საბჭოს ქუჩების შესაყართან, იმ ადგილას, სადაც დღეს კოოპერაციის სახლი დგას. ეს ბაზარი მალაკნების საზოგადოებამ დააარსა გასული საუკუნის სამოციან წლებში. მალაკნები ძირითადად მედროგეობას და მეეტლეობას მისდევდნენ, ხოლო ბაზარზე თევზით, მარილითა და ნაკლებად – რძით ვაჭრობდნენ. „მალაკნების ბაზრის“ სახელი ამ სავაჭროს არსებობის ბოლო დღემდე შერჩა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9