მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მეი მელ მეტ მეფ მექ

მეიდნის კარი

თბილისის ჩრდილოეთის გალავანში მოქცეულ ერთ–ერთ მთავარ კარიბჭეს ვახუშტი ბატონიშვილი ასე უწოდებს: „მეიდნის კარი ხიდით“. იგი მდებარეობდა დღევანდელი ბარათაშვილისა და ჩახრუხაძის ქუჩების გადაკვეთაზე და ახლა ეს ადგილი მინიშნებულია ნახევრად ამოყვანილი თაღებით.

კარიბჭესთან, ავანაანთ ხევზე ხიდი იყო გადებული. მასთან გზა გადიოდა, რომელიც მიუყვებოდა ავანაანთ ხევს, გარს უვლიდა ვანქის უბანს, ჰკვეთდა აწინდელ კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე სომხურ სასაფლაოს და ასპარეზზე გადიოდა (დღევანდელი კომუნარების ბაღი). ამ უკანასკნელს ვახუშტი №28–ით ასე აღნიშნავს: „მეიდანი, ანუ ასპარეზი“. ამით აიხსნება კარიბჭის სახელი: „მეიდნის კარი ხიდით“. ე.ი. კარიბჭე, რომელზედაც ხიდი იყო მიბჯენილი და რომლისგანაც გზა „მეიდნისაკენ, ანუ „ასპარეზისკენ“ მიემართებოდა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9