მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მეი მელ მეტ მეფ მექ

მელიქის უბანი

ქალქის მელიქს კალაში რამდენიმე სახლი ჰქონდა. ერთ–ერთი ასეთი სახლი ერთ დროს ნორაშენის სიახლოვეს იდგა და ამ უბანს მისი სახელი ერქვა. აშხარბეგის ძველი უბანი მე–18 საუკუნის 20–იან წლებში თათრის მოედანთანაც არსებობდა. შემდგომში კი მელიქის უბანი ფეითხანის გვერდზე განლაგებულ კვარტალს ეწოდებოდა, სადაც მელიქის ძირითადი საცხოვრებელი სახლი იყო. ამ ადგილს კლდისუბნის ის ნაწილი ეკავა, რომელიც დღეს შემოფარგლულია ფეთხაინის კიბით და ენგელსის ქუჩის მონაკვეთით. აწინდელ ენგელსის ქუჩის ნაწილს დადიანის ქუჩასა და პურის მოედანს შორის ძველად ბებუთას, ხოლო მე–19 საუკუნეში – ბებუთოვის ქუჩა ეწოდებოდა. ბებუთოვთა საგვარეულომ დროთა განმავლობაში გაიფართოვა ადგილ–მამული და ბაღებიც გააშენა სოლოლაკის ფერდობზე, სარწყავი მილგაყვანილობით.

გიორგი მეთორმეტის ადგილსამყოფელად, აღა–მაჰმად–ხანის შემოსევის შემდგომ პერიოდში, ისტორიული წყაროები სხვადასხვა ადგილს ასახელებენ და მათ შორის – კლდისუბანში განლაგებულ მელიქის სახლსაც.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9