მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მეი მელ მეტ მეფ მექ

მელიქის ქარვასლა

ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის 1735 წლის გეგმაზე ქალაქის ქარვასლათაგან სამს გამოყოფს საგანგებოდ: მეფის, თბილელის, და მელიქის ქარვასლებს. მეფის ფუნდუკი სიონის მოპირდაპირე მხარეს იდგა. თბილელის ქარვასლა უშუალოდ საზღვრავდა სიონის ტერიტორიას სამხრეთით. ამ უკანასკნელს კი მელიქის ქარვასლა ებჯინებოდა. მის ნაწილს გეგმაში სამკუთხა ფორმა ჰქონდა და ვიწრო ყელით სიონის ქუჩაზე გადიოდა. სამხრეთის ფასადი შეზნექილი ჰქონდა ბამბის რიგის გაყოლებით.

შემდგომში მელიქი ქარვასლას აშენებს კალას სამხრეთ–აღმოსავლეთით – სეიდბადში, სადაც ბალნეოლოგიური კურორტია. (თბილისში XVI საუკუნის შუა ხანში დაწესდა მელიქის თანამდებობა, რომელიც თავდაპირველად სომხური მოსახლეობისათვის მამასახლისის ფუნქციას ასრულებს XVIII საუკუნის 30–იანი წლებიდან მამასახლისის და მელიქის თანამდებობები გაერთიანდა ბებუთაშვილების საგვარეულოს ხელში.)

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9