შუასაუკუნოვანი თბილისის გარეთუბანში (ამჟამინდელი სოლოლაკის ტერიტორიის ჩათვლით) ვრცელი ბაღები იყო გაშენებული, რომლებიც მეფის ოჯახის წევრებს და წარჩინებულ პირებს (მამასახლისს, თბილელს) ეკუთვნოდათ. ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის გეგმაზე „მეფის დიდ ბაღს“ აღნიშნავს, რომელიც აწინდელი ლერმონტოვის ქუჩის ორთავ მხარეზე ვრცელდებოდა. ბაღის შუაგულში ვახუშტი აუზს აღნიშნავს. ამავე ადგილზე რვაკუთხა აუზია დატანილი პორუჩიკ ჩუიკოს მიერ შედგენილ თბილისის 1800 წლის გეგმაზეც.
Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.