აბ აგ ავ ათ ალ ამ ან არ ას აშ ახ
ავა ავლ ავშ ავჭ

ავჭალის გზა

ავჭალის გზა გალავნის ავლაბრის კართან იწყებოდა, რომელიც XVIII საუკუნემდე აწინდელი მეტეხის აღმართზე მდებარეობდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ავლაბრის თავდაცვითი სისტემის გაფართოებასთან დაკავშირებით ავლაბრის კარი დღევანდელი მეტეხის ქუჩის შაუმიანის მოედანთან შერწყმის ადგილზე მოეწყო. კარიბჭიდან გზა მტკვრისკენ ეშვებოდა, რიყეს ჰკვეთდა და მდინარის მარცხენა ნაპირს აღმა აუყვებოდა. სოფელ კუკიას შემდეგ (კუკია იმ დროს მტკვრის ნაპირას იყო, დღევანდელი მარქსის მოედნის მიდამოებში) იგი ორად იყოფოდა. ერთ მათგანს „ქვემო ავჭალის გზა“ ერქვა, მეორეს – „ზემო ავჭალისა“.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9