მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მეი მელ მეტ მეფ მექ

მეფის ფუნდუკი

გვიანფეოდალური თბილისის გეგმაზე სიდიდით გამოირჩეოდა მეფის ქარვასლა, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი „მეფის ფუნდუკს“ უწოდებს. ქარვასლას მთელი კვარტალი ეკავა რასტბაზარს, ხარაზხანასა და პატარა სირაჩხანას შორის (აწინდელი სიონის, ლესელიძის ქუჩებს, სიონის შესახვევსა და სკვერს შუა). ქარვასლა რთული მოხაზულობისა იყო, რომლის ცენტრს შეადგენდა შიდა ეზოში, სიონის ქუჩისკენ (ძველ რასტაბაზრისკენ) მიმართული შესასვლელით, მეფის ქარვასლა საბუთებში 1672 წლიდან იხსენიება. მე–19 საუკუნეში აღა–მაჰმად ხანის შემოსევის შედეგად დანგრეული შენობის ადგილზე ახალი, თეკლეს ქარვასლა აშენდა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9