ახლანდელ შარდენის ქუჩაზე ძველად (XVIII ს.) მექვაბეები ისხდნენ და ქუჩასაც შესაბამისად მექვაბეების რიგი ერქვა. შემდგომში აქ. ე.წ. დახურული ან ახალი, „ბაზაზხანა“ (ჩითით, ფარჩით, მაუდით და მისთ. მოვაჭრეთა რიგი) განლაგდა. ქუჩას ერთდროულად ბნელ რიგსაც ეძახდნენ. XIX საუკუნეში მექვაბეთა რიგი რიყეზე განლაგდა.
Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.