თბილისის გალავნის ჩრდილოეთ კედელში მოქცეულ კარიბჭეს ვახუშტი ბაგრატიონი „მეიდნის კარის“ სახელწოდებით იხსენიებს. იმასთან დაკავშირებით, რომ კარიბჭესთან ხიდზე გავლით გზა მიდიოდა მოედნისკენ, სადაც ასპარეზი მდებარეობდა (დღევანდელი კომუნარების ბაღის ქვედა ტერასა). კარიბჭე დღევანდელი ჩახრუხაძის ქუჩის დასაწყისში მდებარეობდა. შემდგომში, როდესაც კარიბჭის სიახლოვეს მუხრანბატონის სასახლე აშენდა, ქალაქის კარს მუხრანის სახელი შეარქვეს.
მუხრანის კარის ღერძზე ავანანთხევზე მცირე ხიდი იყო გადებული (აქედან ვახუშტი ბაგრატიონის „მუხრანის კარის ხიდით“ ). აქედან დაწყებული გზა გადიოდა ვანქის უბანში არსებულ სომეხთა სასაფლაოზე (იმ ადგილზე, სადაც დღეს კოლმეურნეობის მოედანია) და „მეიდანზე“, სადაც ყაბახი იყო (დღევანდელი კომუნარების ბაღის ქვედა ბაქანი) უერთდებოდა დიღმის კართან დაწყებულ გზას. ეს უკანასკნელი კი საბოლოოდ ერწყმოდა ჩრდილოეთისკენ (დიღომსა და მცხეთისკენ) მიმავალ გზას.
Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.