ნა ნე ნო
ნავ ნარ ნაღ ნაძ

ნაძალადევი

გასული საუკუნის დასასრულის და ჩვენი საუკუნის თბილისის გეგმებზე რკინიგზის გადაღმა აღნიშნულია ძველი და ახალი ნაძალადევი, რომელთაც ხუდადოვის ტყის მასივი ყოფდა. ქალაქის ეს ნაწილი („ძველი ნაძალადავეი“) აღმოცენდა გასული საუკუნის 80–იან წლებში. რკინიგზის მუშები აქ ხელისუფალთა და მიწათმფლობელთა დაუკითხავად (ნაძალადევად) აშენებდნენ მცირე სახლებს. ოფიციალურმა ხელისუფლებამ ამ უბანს „ნაძალადევი“ შეარქვა და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მის კეთილმოწყობას. XX საუკუნის დასაწყისში ტყის მეორე მხარს ასეთივე დასახლება – „ახალი ნაძალადევი“ აღმოცენდა. სტიქიურად აღმოცენებული მუშათა დასახლებები («Нахаловка») რუსეთის იმპერიის ქალაქებშიაც წარმოიშვა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9