ორ ოქ ოხ
ორბ ორთ

ორბელიანის უბანი

ეს უბანი მოქცეული იყო დღევანდელი ორბელიანის ქუჩის მიდამოებში და ჩრდილო–აღმოსავლეთიდან მტკვარს ესაზღვრებოდა. სამხრეთ–აღმოსავლეთიდან იგი მცირე ხევით იყო გამოყოფილი ვანქის მონასტრის გალავნისაგან. წაწვეტებული სამკუთხა ფორმის გალავნით გარშემოვლებული ტერიტორია თითქმის დღევანდელ მარქსის სახ. მცირე ხიდამდე აღწევდა. ორბელიანებს თბილისში ბევრი სამოსახლო ადგილი ჰქონდათ. ძირითადად ისინი კალაში სახლობდნენ და ვრცელი უბანი ეკავათ მის ზედა უბანში ამასთან საკმაოდ ვრცელი ნაკვეთი ჰქონდათ გარეთუბანშიც. ეს ტერიტორია თეიმურაზ მეორეს უწყალობებია სარდალ რევაზ ორბელიანისათვის 1751 წელს. (იხ. მ. ბერძნიშვილი. თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, გვ. 48.) წყალობის წიგნში ზუსტად არის დადგენილი მოედნის საზღვრები „მეიდნის“ – ყაბახისა (დღევანდელი კომუნარების ბაღი) და მტკვარს შორის. ამ უბანში იდგა ორბელიანების სასახლე და ეკლესია. დღეს აქ შემორჩენილია გასული საუკუნის საცხოვრებელი სახლები.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9