ორ ოქ ოხ
ოქო ოქრ

ოქოანთ ხიდი

შუა საუკუნეების თბილისში თუ მის გარეუბანში არსებულ ხიდთაგან ერთადერთია, რომლის ფრაგმენტები ჯერ კიდევ შემორჩენილია. ხიდი ამოყვანილი იყო ქვის წყობით კირით დუღაბზე და ბრტყელი ქართული აგურით. თაღოვანი ხიდი ერთმალიანია, მისი სავალი ნაწილი 5 მეტრს აღემატება. (იხ. ნ. კვეზერელი–კოპაძე, თბილისის ხიდები, 1961, გვ. 81.). წარსულში ხიდი თბილისის გალავნის განჯის კარიდან კოჯრისკენ მიმავალ გზაზე იდგა. მას შემდეგ, რაც გასულ საუკუნეში გააფართოვეს და კეთილმოაწყვეს გზა სოლოლაკიდან კოჯრისკენ, ძველი ხიდი ძირითადი სატრანსპორტო გზის მიღმა აღმოჩნდა. ხიდი ჩამალულია ლეღვთახევში და შორიდან ჩანს, თუმცა იგი ახლოა კოჯრის გზის იმ მოსახვევთან, საიდანაც კომკავშირის ხეივანი იწყება. ამჟამად ხიდისაგან წაისრული ფორმის კამერაღაა შემორჩენილი. ვახუში ბაგრატიონს თბილისის 1735 წლის გეგმაზე ეს ხიდი აღუნიშნია 52 ნომრით და დახატული აქვს მისი პროფილიც. ნახატზე ასახულია არა მხოლოდ ხიდის თაღი, არამედ კლდოვანი ხევის ორთავ ნაპირზე გადადებული მკლავები – მისასვლელები ხიდთან. ექსპლიკაციაში ვახუშტი მას „ოქუანთ ხიდს“ უწოდებს. ეტყობა ხიდი აუშენებია თბილისის მოქალაქეთა ერთ–ერთი წარჩინებული გვარის – ოქრუაშვილების წარმომადგენელს. ფეოდალურ თბილისში „ოქროანთუბანიც“ ყოფილა, სადაც ეს გვარი სახლობდა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9