რა რი რუ
რიყ

რიყე

ტერიტორია მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დღევანდელი ბარათაშვილისა და მეტეხის ხიდებს შორის, არ იყო განაშენიანებული გასული საუკუნის 30–იან წლებამდე, რასაც თბილისის 1735, 1800 1828 წლების გეგმები ადასტურებენ. ამ ადგილზე გადიოდა ავლაბრის კარიდან ავჭალისკენ მიმავალი გზა. შემდგომში აქ მტკვრის მარცხენა ტოტი გამეჩხერდა, დაშრა და სახელდახელოდ გამაგრებული სანაპირო საცხოვრებელი სახლებით განაშენიანდა. მდინარის ადიდებისას რიყე იტბორებოდა, რასაც ზოგჯერ მსხვერპლიც მოსდევდა. აქ მრავლად იყო დუქნები და სხვადასხვა (ხარაზების, მჭედლების, მკალავების) სახელოსნოები. სამწუხაროდ რიყის უბანი 1973 წელს დაანგრიეს. ადგილს კი მაინც შერჩა ძველი სახელწოდება.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9