სა სე სვ სი სკ სო სტ სუ
საბ საზ სალ სამ სარ სატ საჩ საჯ საჰ

სალალაკი (სოლოლაკი)

გადმოცემით, „ციხის ბაღის“ (დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის) მოსარწყავად არაბების ბატონობის ხანაში აკვედუკი აუშენებიათ თუ აღუდგენიათ. ამ სარწყავ არხს არაბულად „სულუ–ლაჰ“ რქმევია და როგორც ჩანს, ეს სახელწოდება მის მკვებავ ნაკადულზე და შემდგომ მთაზეც გავრცელდა. უფრო გვიან კი ეს სახელწოდება მთის ძირას მოქცეულ ნაკვეთსაც დაარქვეს.

დღევანდელი სოლოლაკი ძველთაგანვე ბაღებითა და ბაღჩებით იყო დაფარული. ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზე სალალაკში აღნიშნულია მეფის, დედოფლის, მამასახლისის, თბილელის ბაღები.

სოლოლაკშივეა დატანილი „ამარათი“ – ვარაუდით მეფის ერთ–ერთი რეზიდენცია. ამ ადგილზე ნაჩვენებია აგრეთვე „კოჟრის გზა“ და „სალალაკის წყალი“. სალალაკი კვლავ ბაღებითაა დაფარული 1800 წლის გეგმაზე. ამ ბაღებმა გასული საუკუნის 40–50–იან წლებამდე მოაღწიეს, როდესაც სალალაკის ინტენსიური განაშენიანება დაიწყო. 1828 წლის გეგმაზე, ამ უბნის ზედა ნაწილში, სოფელი სალალაკია მითითებული. ბაღების მცირე ნაშთები აქა–იქ ახლაც შეგხვდებათ შიდა ეზოებში. დღევანდელი განაშენიანება ძირითადად 1870–1900–იან წლებში ჩამოყალიბდა. სალალაკშივე ეკლექტიკური არქიტექტურის და მოდერნის სტილის მეტად თვალსაჩინო სახლები.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9