სა სე სვ სი სკ სო სტ სუ
საბ საზ სალ სამ სარ სატ საჩ საჯ საჰ

სალაყბო

ბატონის მოედნის ჩრდილო–დასავლეთით, აწინდელი ერეკლეს მოედნის სკვერის ზედა მხარეზე ერეკლე მეორემ ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქარხანა ააშენა. აღა–მაჰმად–ხანის 1795 წლის შემოსევისას სპარსელებმა ქარხანა დაანგრიეს და დაწვეს. ეს ადგილი შემდგომში აღარ განაშენიანებულა და აქ მცირე მოედანზე იკრიბებოდა ხოლმე თავადაზნაურობა, რომელიც ძირითადად ამ მოედნის სიახლოვეს, ზედა უბანში სახლობდა და ყვებოდნენ ქვეყნის ამბებს და თავის აზრს გამოთქვამდნენ. სწორედ ამიტომ შეარქვეს თბილისელებმა ამ ადგილს „სალაყბო“.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9