სა სე სვ სი სკ სო სტ სუ
საბ საზ სალ სამ სარ სატ საჩ საჯ საჰ

სამგორი

ისტორიული სამგორი მდებარეობს იქ, სადაც ამჟამად მუხროვანის საბჭოთა მეურნეობაა მას შემდეგ, რაც 1951 წელს ივრის წყალი სამგორის არხით თბილისისკენ გამოუშვეს და ე.წ. თბილისის ზღვა შეიქმნა, „სამგორი“ სხვადასხვა დასახლებას უწოდეს და მათ შორის თბილისის ერთ–ერთ ახალ დასახლებას, რომელიც საქარხნო ადმინისტრაციულ რაიონში შედის.

ტოპონიმის წარმოქმნის თაობაზე ერთ–ერთი თქმულება მოგვითხრობს, რომ ვახტანგ გორგასალის წინამძღოლობით ქართველთა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შემოსეული სპარსელები. ბევრი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას. გამარჯვებულებმა დაღუპული თანამოლაშქრენი სამ საფლავში ჩააწვინეს და შემდეგ ყოველმა მეომარმა თითო მუჭა მიწა მიაყარა მათ. აქედან წარმოიშვა სამი გორა და მათ შორის მდებარე ველს სამგორი უწოდეს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9