აბ აგ ავ ათ ალ ამ ან არ ას აშ ახ
ალა ალე

ალექსანდერდორფი

1818 წელს სოფელ კუკიას მიმდებარე ტერიტორიაზე ვიუტენბერგიდან გამოსული გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ. ბაღებით და ბოსტნებით გარშემორტყმული სახლები ორ მწკრივად გასდევდნენ მთავარ ქუჩას (დღევანდელი პლეხანოვის პროსპექტის ხაზზე), დასახლებას რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად ალექსანდერდორფი ეწოდა. თბილისის ბაზრებზე რძის ნაწარმისა და ბოსტნეულის დიდი ნაწილი გერმანელებს გამოჰქონდათ. შემდგომში ალექსანდერდორფში გერმანელთა ეკლესია – კირხე შენდება. აქედან მოდის მარჯანიშვილის მოედნის და ქუჩის პირვანდელი სახელწოდება – „კიროჩნაია“. კრიხე აწინდელი მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის ადგილზე იდგა. 1824 წელს კუკია და ალექსანდერდორფი ოფიციალურად ქალაქს მიაწერეს. გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან აქ არსებული გზა თანდათან ქუჩის სახეს ღებულობს, თუმცა დასახლება ჯერ დიდხანს ატარებდა სოფლის იერს. 1844 წლის გეგმაზე გერმანელთა დასახლება საგრძნობლად გაზრდილია მთავარი ქუჩის სწვრივად. 1853 წელს ამ მიდამოებზე ვრცელდება ქალაქური განაშენიანების წესები, ტერიტორია შედის მე–4 საპოლიციო უბანში. მშნებელობის ტემპები განსაკუთრებით გაიზარდა გასული საუკუნის 80–იან წლებში, მას შემდეგ რაც ვერის ხიდი გაშენდა (დღევანდელი ელბაქიძის ხიდის ადგილზე). ამ ხანებში ალექსანდერდორფის ტერიტორია ჯერ კიდევ ბაღებით იყო დაფარული. თბილისის 1905 წლის გეგმარზეც კი ბაღებს საკმაოდ ვრცელი ფართობი ეკავათ. იმ დროს მწვანე მასივისაგან ჩვენამდე მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილმა მოაღწია (ფილარმონიის საზაფხულო ბაღი, პიონერების ბაღი და ზოგიერთი შიდა ეზოს გამწვანება).

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9