სა სე სვ სი სკ სო სტ სუ
სიმ სიო სირ

სირაჩხანა

სახელწოდება სპარსული წარმოშობისაა. „სირაჩ“ თუ „სირაჯ“ მეღვინეს ნიშნავს, „ხანა“ თუ „ხანე“ კი – სახლს. „სირაჩხანა“ ღვინით და არყით მოვაჭრეთა რიგებს ნიშნავს. ძველ თბილისში ორი სირაჩხანა იყო – პატარა და დიდი. ისინი მტკვრის მოპირდაპირე ნაპირზე მდებარეობდნენ. პატარა სირაჩხანა მარჯვენა ნაპირზე, კალაში, თათრის მოედნის სიახლოვეს მდებარეობდა. დღეს ქუჩა აღარ არსებობს. იგი გაქრა ყოფილი შუაბაზრის (დღევანდელი ლესელიძის ქუჩის) რეკონსტრუქციისას. ამ ადგილზე ახლა სკვერია, სიონისა და ლესელიძის ქუჩების შესაყართან. ძველად კი პატარა სირაჩხანა მცირე აღმართს წარმოადგენდა.

დიდი სირაჩხანა მტკვრის მარცხენა ნაპირზე გრძელ მოხვეულ აღმართს გასდევდა, რომელიც ძველი მეტეხის ხიდთან იწყებოდა და ავლაბრის გალავნის ქვემოთ კლდის ძირს მიყვებოდა. ამ გზას სირაჩხანის აღმართსაც უწოდებდნენ. შემდგომში მას ღვინის აღმართი («Винный подём») ეწოდა. აქ განლაგებული დუქნები და სარდაფები მარაგდებოდნენ კახეთიდან ურმებით ჩამოტანილი ღვინით სავსე რუმბებითა და ტიკებით. ამ აღმართზევე იყო ძველი თბილისის უმთავრესი ღვინის ბაზარი.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9