სა სე სვ სი სკ სო სტ სუ
სომ სოღ

სოღანლუღი

თბილისის რეკონსტრუქციისა და განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეიქმნება ახალი სამრეწველო-საცხოვრებელი რაიონი „ფონიჭალა“ (იხ. ფონიჭალა), რომლის ერთი ელემენტი სოფელ სოღანლუღის ტერიტორიას დაიკავებს.

ვახუშტი ბაგრატიონი გვაუწყებს: „მტკურის კიდეზედ არს ჭალა ყურყუთა, და აწ სონღალუღი წოდვილი, ნაყოფიერი ყოვლითავე“. ე.ი. სოღანლუღის ადრინდელი სახელები „ყურყუთა“ და „სონღალუღი“ ყოფილა. თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული ისტორიული სოფლების მკვლევარის თეიმურაზ ბერიძის აზრით „სონღული“ თურქული წარმოშობისაა და შავარდნისთანა მტაცებელი ფრინველის სახელიდან უნდა იყოს ნაწარმოები, ხოლო „სოღანლუღი“ სოღანლუღის ასიმილაციის შედეგია.

სონღალუღი (სოღანლუღი) თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა და მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გაშლილი ჭალები და ველები ეკავა. სონღალუღის მამულები მეფის საგვარეულოს და ამილახვრების კუთვნილება ყოფილა. სოფელზე გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო (განჯის) გზა, ამიტომ ეს ადგილი მართკუთხა გეგმის მქონე ციხე-გალავნით ყოფილა გამაგრებული, რომელიც მეფე ერეკლე მეორის თაოსნობით აუგიათ მე-18 საუკუნის 60-იან წლებში და განჯის გზას უწევდა კონტროლს.

ფონიჭალაში გათვალისწინებული მოსახლეობის საპროექტო რიცხვიდან სოღანლუღის ტერიტორიაზე 7 ათასამდე თბილისელი დასახლდება.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9