აბ აგ ავ ათ ალ ამ ან არ ას აშ ახ
ამა

ამარათი

ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმარზე სოლოლაკის უბანში №41–ით ნაჩვენებია კედლით შეზღუდული ნაგებობათა კომპლექსი, რომელსაც იგი ამარათს“ უწოდებს. „ამარათი“ სპარსული წარმოშობის სიტყვაა და სხვა სინონიმთა შორის „შენობას“ და „სასახლესაც“ ნიშნავს. იგივე კომპლექსს ნახევარი საუკუნის შემდეგ (1758 წელს) აღნიშნავს თბილისის გეგმაზე ა. პიშჩევიჩიც. ამჯერად შენობა მიტოვებული და გაპარტახებულია. ექსპლიკაციაში ნათქვამია: „ნანგრევები საქართველოს მეფის ძველი რეზიდენციისა“. ქალაქგარეთა ეს რეზიდენცია მდებარეობდა სოლოლაკის მთის ფერდობზე, დაახლოებით აწინდელი მახარაძის ქუჩის ღერძის მიმართულებით, ენგელსის ქუჩის გადაღმა, ძველ გეგმებზე ამარათის დასავლეთით მხოლოდ თოფის წამლის ქარხანა და თბილისის ბაღია ნაჩვენები.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9