ქ( ქა ქვ ქი
ქვე

ქვემო უბანი

ძველი თბილისის უმთავრესი ნაწილი - კალა ახლანდელი ლესელიძის ქუჩის სწვრივად განლაგებული „შუა ბაზრით“ ორ დიდ ნაწილად - „ზემო“ და „ქვემო“ უბნებად იყოფოდა. „ქვემო“ უბანი „ზემოსთან“ შედარებით მდინარის დინების მიმართულებით ქვევით მდებარეოობდა. ქვემო უბანი მოქცეული იყო აწინდელი ლესელიძის, დადიანის ქუჩებსა და სალალაკის ქედს შორის. ამ უბანში ქართველების გარდა სახლობდნენ სომხები, მუსლიმანები, ებრაელები. აქ ქართული და სომხური ეკლესიების, მეჩეთების და სინაგოგის გარდა კათოლიკური ეკლესიაც, ე.წ. „ფრანგთა საყდარიც“ იდგა. ამ რაიონში კლდისუბანში მდებარეობდა ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპოც - ათეშქა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9