ღვ ღრ ღუ
ღუნ

ღუნიბის მოედანი

მოედანი მდებარეობდა იმ ადგილზე, სადაც ახლა საქართველოს სსრ მთავრობის სახლი დგას. სახელწოდება მოედანმა მიიღო რუსი ჯარის მიერ 1859 წლის 25 მარტს დაღესტანში ღუნიბის ციხესიმაგრის ლაშქრობის აღსანიშნავად. ციხე იმამი შამილის ბოლო თავშესაფარი იყო. მოედანმა არსებობა შეწყვიტა 1897 წელს, ამ ადგილზე ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9