ყასაბხანა ხორცით მოვაჭრეთა რიგებს ეწოდებოდა. ერთი ასეთი რიგი უშუალოდ თათრის მოედანზე ალაფხანას გვერდით იყო. კიდევ ერთი ყასაბხანა იქვე, თათრის მოედანთან, მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით მტკვრის პირზე გასულ ქუჩაზე მდებარეობდა. დღეს ეს ქუჩა ამ ადგილის რეკონსტრუქციის გამო აღარ არსებობს.
Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.