შა შე შუ
შაჰ

შაჰტახტი

ქალაქის გალავანი სამხრეთიდან სალალაკის ქედს მიუყვებოდა, ახლანდელი კომკავშირის ხეივნის ხაზზე, შემდეგ მკვეთრად უხვევდა და ქედის ფერდობზე ეშვებოდა, დღევანდელი დადიანის ქუჩის მიმართულებით. ამ კუთხეზე, სამხრეთის და დასავლეთის კედლების შესაყარზე მძლავრი ბასტიონი იყო აღმართული, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს და „შაჰის ტახტს“ უწოდებს. 30 მეტრი სიგრძის მართკუთხა ციხესიმაგრე კოშკებით იყო გამაგრებული. თბილისის 1800 წლის გეგმაზე შაჰტახტი ან შაიტახტი ექსპლიკაციაში აღნიშნულია ქალაქის 12 ძირითად ნაწილს შორის, რაც მის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს. პლატონ იოსელიანის ცნობით, XIX საუკუნეში, 1837 წლამდე, შაჰტახტი ობსერვატორიის დანიშნულებას ასრულებდა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, აქ ობსერვატორია გაცილებით ადრე არსებობდა. ობსერვატორია დაარსებული უნდა იყოს თბილისის ცალკე საამიროს შექმნის ხანაში (IX ს.). ეს ვარაუდი მით უფრო ყურადსაღებია, რომ არაბულ სახელმწიფოებში ასტრონომიას მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. არაბული მთვარის კალენდარი რთული იყო და ვარსკვლავებზე სისტემატურ დაკვირვებას მოითხოვდა. არსებობს არაბი გეოგრაფის ალ-ისტაჰრის ცნობა X საუკუნის დასაწყისში თბილისში ობსერვატორიის არსებობის თაობაზე. ამასვე უნდა მოწმობდეს ის ცნობაც, რომ XIII საუკუნეში ახლად აშენებულ მარაღის ობსერვატორიაში სამუშაოდ მოწვეულთა შორის იყო თბილისელი ასტრონომი ფახრედ ახლათი.

დღეს შაჰტახტის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9