შა შე შუ
შუა შურ

შურის ციხე

ფიქრობენ, რომ ეს ნარიყალას ადრინდელი დასახელებაა. მის წარმოშობას პლატონ იოსელიანი ასე განმარტავდა: IV საუკუნეში ქართლს სპარსელები შემოესიენ და რაკი ქვეყნის იმდროინდელ დედაქალაქს - მცხეთას ვერაფერი დააკლეს, თბილისის ტერიტორიაზე გამაგრდნენ. აქვე ააგეს ციხესიმაგრე, რომელიც სიმძლავრით მცხეთას უნდა გაჯიბრებოდა. მაგრამ როგორც ირკვევა, სახელწოდების წარმოშობა ხელოვნურია და გაუგებრობით უნდა აიხსნას. ფაქტიურად, თბილისის ციხესიმაგრის ციტადელის ეს სახელწოდება ვახუშტი ბაგრატიონმა შემოიღი იმის გამო, რომ მან ლეონტი მროველის ცნობა - „აღაშენა ერისთავმან სპარსთმან ტფილისის კართა შორის ციხედ მცხეთისა“ - წაიკითხა „...შურის ციხედ მცხეთისა“. აქედან მის მიერ მოცემული სახელწოდება: „შურის ციხე“.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9