ხა ხი ხო ხუ
ხალ ხარ

ხარაზხანა

ასე ეწოდებოდა სახელოსნოების რიგს ან ადგილს, სადაც ხარაზები საქმიანობდნენ და ვაჭრობდნენ („ხარაზხანა“) შუა საუკუნეების თბილისში ორი ხარაზხანა იყო. ერთ მათგანს „გრძელი ბაზრის“ (რასტაბაზრის) დიდი ნაწილი ეკავა. ბატონის მოედანთან დაწყებულ რასტაბაზრის ნაწილის (ერეკლე მეორის ქუჩა) მარჯვენა მხარე თითქმის მთლიანად ხარაზებს ეკავათ, საწინააღმდეგო მხარეზე კი სირაჯების რიგი იყო. მეორე - პატარა ხარაზხანას დღევანდელი ლესელიძის ქუჩის მონაკვეთი ეკავა ნორაშენის ეკლესიის ორთავ მხარეზე.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9