ჩი ჩო ჩუ
ჩუღ

ჩუღურეთი

დასახელება თურქული სიტყვიდან - „ჩუქორ“, „ჩუღური“ - უნდა იყოს ნაწარმოები, რაც ხევს, ფერდობს ნიშნავს (თ. ბერიძე - საგარეუბნო სოფლების ისტორია). ეს უბანი ნაჩვენები აქვს ვახუშტი ბაგრატიონს თბილისის გეგმაზე. აქ დასახელება მტკვრის მარცხენა ტოტამდე აღწევს და მას შუაზე ჰკვეთს ე.წ. ავჭალის გზა (ავჭალის გზა მაშინ ისნის კარიბჭესთან იწყებოდა და თავდაპირველად სანაპირო ზოლს მისდევდა). სოფელს ხევი სამი მხრიდან ერტყა, ხოლო მეოთხედან მტკვარი ჩაუდიოდა. გასული საუკუნის 20-იან წლებში სოფელი თბილისს შეუერთდა. ჩუღურეთში იყო განლაგებული თბილისის მექოთნეთა საწარმოების დიდი ნაწილი.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9