ცი ცხ
ციხ

ციხისდიდი ეკლესია

იმ ქართულ ტაძართაგან, რმელთაც გვიან სომხური ეკლესია დაეპატრონა, აღსანიშნავია წმ. გიორგის სახელზე აგებული ციხისდიდი ეკლესია (ვახუშტის მიხედვით - „ციხის საყდარი“), რომელსაც სომხებმა „სურფ-გევორქი“ უწოდეს. ეკლესია დგას დღევანდელი გორგასალის მოედნის სამხრეთ-დასავლეთით და მას კიბეებით უკავშირდება. ძნელი დასადგენია, თუ როდის აშენდა ამ ადგილას პირველი ეკლესია. ზოგიერთი ცნობით, საყდარი XII საუკუნეში განახლებულა. ამის შემდეგ ტაძარი რამდენჯერმე დანგრეულა და კვლავ აშენებულა. იგი ციხის გალავნის შიგნით იმყოფებოდა. ციხის კალასგან გამყოფი კედელი ეკლესიის უშუალო სიახლოვეს, დღევანდელი გორგასალის პირველი შესახვევის ხაზზე გადიოდა. ციხეში იყო ე.წ. „პატარა საყდარიც“, რომელიც მთავარანგელოზის სახელზე აუგიათ. დიდი ხნის განმავლობაში ციხეს სპარსელები ფლობდნენ. სპარსელების განდევნის შემდეგ, XVIII საუკუნის 70-იან წლებში შენობა კვლავ სომხურ ეკლესიას დაუბრუნეს. დღეს იგი სომეხ გრიგორიანების საეპისკოპოსო ეკლესიაა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9