ცი ცხ
ციხ

ციხის უბანი

იგი მდებარეობდა თათრის მოედნის სამხრეთით და აღმოსავლეთიდან უშუალოდ ემიჯნებოდა კლდის უბანს. მისი სახელწოდება იმით აიხსნება, რომ იგი გალავნით იყო შემოზღუდული და ე.წ. დაბალი ციხის ტერიტორია ეკავა. მას საზღვრავდნენ ზედა ციხე ნარიყალათურთ, აღმოსავლეთით წავკისწყლის პირას გამავალი კედელი, ხოლო დასავლეთიდან გალავანი გადიოდა აწინდელ გორგასალის პირველი შესახვევის ხაზზე იმგვარად, რომ გვერდზე იტოვებდა ციხის (თათრის) მოედანს. ვახუშტის მოწმობით, ეს უბანი მეფე როსტომს კალასგან გალავნით გამოუყვია და სპარსული გარნიზონისათვის დაუთმია. „მეფემან როსტომ ჩამოზღუდა კალა ციხიდან ხიდის ციხის ყურემდე და მისცა სპარსთა, მიერითგან უპყრავთ მათ“. კალას და ციხის გამყოფი გალავანი XVIII საუკუნის 70-იან წლებში მოიშალა, სპარსელების განდვნის შემდეგ.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9