ცი ცხ
ცხე

ცხენის ტერფი

დიდუბის ადრინდელი დასახლებაა. ცნობას ამის თაობაზე გვაწვდის ვახუშტი ბაგრატიონი: „ტფილისის ჩრდილოთ არს მინდორი დიდუბისა, რომელსა პირველ ეწოდა ცხენის ტერფი“. „ცხენის ტერფი“ სხვა წყაროებშიც გვხვდება. იგი მოხსენიებულია ქართველი მემატიანის ჯუანშერის მიერ, როდესაც იგი სპარსელებთან ვახტანგ გორგასალის ერთ-ერთი შებრძოლების ამბავს მოგვითხრობს: „ხოლო ვახტანგ განაძლიერნა ციხე-ქალაქნი,და ურჩეულესი მებრძოლი ერისა მისისა ვითარ ასი ათასი მხედარი, და ასი ათასი ქუეითი იპყრა მის თანა, და დაუბანაკა მათ დიღმით ვიდრე ქართლის კართამდე, და სპარსთა დაიბანაკეს ვიდრე ცხენის - ტერფითგან ჩაღმართ“ (ქართლის ცხოვრება).

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9